Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 27

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 27. საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ექსპორტის ლიცენზირებაიმპორტის ლიცენზირებასაბაჟო და აქციზიპორტის ოპერაციებისამედიცინო მოწყობილობებისატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²7

1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

2.საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას.

3.საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს.

4.რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც: ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების სათანადო გამოყენებას; ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს; გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს.

5.რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიცირება, მათ შორის, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზსა და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მათ მიღებას, ამ პროცესებსა და მათ შედეგებზე რეგულარულ დაკვირვებას და მათ გადახედვას.

6.თუ საქონელი, საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახის კონტროლს, რომელსაც საბაჟო ორგანოს გარდა, სხვა კომპეტენტური ორგანოც ახორციელებს, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპით)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს.

6¹.ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

6².ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

7.საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიმართ განსხვავებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით. 2. საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას. 3. საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს. 4. რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც: ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების სათანადო გამოყენებას; ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს; გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს. 5. რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიცირება, მათ შორის, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზსა და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მათ მიღებას, ამ პროცესებსა და მათ შედეგებზე რეგულარულ დაკვირვებას და მათ გადახედვას. 6. თუ საქონელი, საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახის კონტროლს, რომელსაც საბაჟო ორგანოს გარდა, სხვა კომპეტენტური ორგანოც ახორციელებს, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპით)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს. 6 1 . ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 6 2 . ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 7. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიმართ განსხვავებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების აღსრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო საჩივრები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის დაცვის სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-22
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 29საბაჟო კონტროლის ზონა
  • 30საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი
  • 131თავისუფალ ზონაში საბაჟო კონტროლის განხორციელება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი
  • 23სამსახურის უფლებამოსილება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 38საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 12კონტროლირებადი მიწოდება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები
  • 258საკონტროლო შესყიდვა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁴საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 6ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6144925813⁴57231229301313827
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…სურსათის/ცხოველის საკვ…ფულის გათეთრებისა და ტ…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025