საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 214. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლა ან დაბრუნება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ კონკრეტული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის თანხას, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო: ა) ზედმეტად გადახდილ თანხას გადამხდელს ჩაუთვლის მომავალი საბაჟო ვალდებულებების ანგარიშში; ბ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადამხდელის სხვა საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახდელების სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში.

2.თუ საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების თანხების ჯამს, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო მოთხოვნიდან 45 კალენდარულ დღეში გადამხდელს დაუბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში.

3.თუ გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა საბაჟო გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში, გადამხდელისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომელი საბაჟო გადასახდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა.

4.გადამხდელის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხა სხვა პირის საბაჟო დავალიანების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ კონკრეტული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის თანხას, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო: ა) ზედმეტად გადახდილ თანხას გადამხდელს ჩაუთვლის მომავალი საბაჟო ვალდებულებების ანგარიშში; ბ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადამხდელის სხვა საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახდელების სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში. 2. თუ საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელებისა და საბაჟო სანქციების თანხების ჯამს, გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ორგანო მოთხოვნიდან 45 კალენდარულ დღეში გადამხდელს დაუბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში. 3. თუ გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა საბაჟო გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში, გადამხდელისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს, რომელი საბაჟო გადასახდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა. 4. გადამხდელის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხა სხვა პირის საბაჟო დავალიანების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4211⁶18¹63656218 (დ…21 (დ…17 (დ…628663214
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს სამოქალაქო…