საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 41. უთანხმოება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, იგი ვალდებულია, თავისი მოსაზრებები აცნობოს დეკლარანტს და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვროს ამ თავის მიხედვით. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია (მათ შორის, მტკიცებულებები და დოკუმენტები), რომელსაც საბაჟო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.

2.დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოახდინოს საბაჟო ღირებულების კორექტირება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თარიღიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში დეკლარირების კალენდარული წლის დასრულებიდან.

3.თუ დეკლარანტი არ ეთანხმება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას, იგი უფლებამოსილია, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბაჟო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში დეკლარანტს საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გარანტიას, რომელიც არის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობა.

4.დეკლარანტს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს საბაჟო ორგანოს და მიიღოს წერილობითი განმარტება თავის მიერ შემოტანილი ან/და გატანილი საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, იგი ვალდებულია, თავისი მოსაზრებები აცნობოს დეკლარანტს და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვროს ამ თავის მიხედვით. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია (მათ შორის, მტკიცებულებები და დოკუმენტები), რომელსაც საბაჟო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. 2. დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოახდინოს საბაჟო ღირებულების კორექტირება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თარიღიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში დეკლარირების კალენდარული წლის დასრულებიდან. 3. თუ დეკლარანტი არ ეთანხმება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას, იგი უფლებამოსილია, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბაჟო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში დეკლარანტს საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გარანტიას, რომელიც არის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობა. 4. დეკლარანტს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს საბაჟო ორგანოს და მიიღოს წერილობითი განმარტება თავის მიერ შემოტანილი ან/და გატანილი საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 42. განსაკუთრებული დებულებები საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ის გარემოება, რომ საქონლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაცია ან შეიცვალა საქონლის გამოყენების მიზანი, არ ზღუდავს აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ თავით მოცემული საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელი დებულებების გამოყენებას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    41-ე მუხლში დაზუსტდა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის 6 კალენდარული წლის ვადის დაწყების მომენტი — თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში დეკლარირების წლის დასრულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3069636517 (დ…371739041
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…