Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 30

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 30. საქონლის წარმოშობის დადასტურება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი →
თემები:ტრანსფერული ფასწარმოქმნაბრენდის დაცვასატყეო საქმებრენდის და გუდვილის შეფასებასაკვები და სასმელიალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას მისი წარმოშობის დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სერტიფიკატი, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2.თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად. თუ დეკლარანტს საბაჟო პროცედურები არა აქვს დასრულებული, მას საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინებით გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და წარადგენს საბაჟო გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაუთვალისწინებლად გაანგარიშებული დამატებით გადასახდელი საბაჟო გადასახდელების თანხისა.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

31.იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებანი 1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს დეკლარირების დღისათვის საქონლის შეფასებას საბაჟო გადასახდელების და სხვა სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენების მიზნებისთვის.

2.ამ კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით: ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი); ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი); გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი); დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი); ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი); ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს შეცვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

6.საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი ამ თავის შესაბამისად, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

7.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

8.„იდენტურ საქონლად“ და „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

9.როდესაც ამ კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც არის საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი შიდა გადასახადი, აღნიშნული თანხა არ უნდა იქნეს ჩართული საბაჟო ღირებულებაში, თუ საბაჟო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ეს თანხა დაუბრუნდა ან დაუბრუნდება გამყიდველს.

10.ამ კოდექსის 32-ე მუხლის მიზნებისათვის, ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია, რომ ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ განხორციელდა საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებული საქონლის გადაყიდვა), საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებამდე განხორციელებული ბოლო გაყიდვის ფასი, იმ პირობით, რომ ასეთი გადაყიდვა მიზნად არ ისახავდა საბაჟო ღირებულების ხელოვნურად შემცირებას.

11.თუ საქონელი საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ, თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაფორმებამდე გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის მეთოდის (პირველი მეთოდი) გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

12.ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის: ა) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი; ბ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი; გ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი (ფაქტობრივად გადახდილი) ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გადახდილი, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის არის თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება.

13.თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 32. გარიგების ფასის მეთოდი 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არის გარიგების ფასი, ანუ საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი (ამ კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით), თუ: ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც: ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი; გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 38-ე მუხლის დებულებების მიხედვით; დ) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.

2.თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, მხოლოდ ეს ფაქტი, ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ არის გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარისი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიიღება იმ პირობით, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე, და საქონლის გარიგების ფასი ჩაითვლება საქონლის საბაჟო ღირებულებად. თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს, რომლებზედაც დეკლარანტს უფლება აქვს, წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. დეკლარანტის მოთხოვნით საბაჟო ორგანო თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს წერილობით აფორმებს და წარუდგენს დეკლარანტს.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ დონეებს შორის, რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 38-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

5.ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს მყიდველმა გამყიდველს ან გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს, რომელიც არის საქონლის გაყიდვის პირობა, გადახდილი მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ან გამყიდველის მოთხოვნით მესამე პირისათვის. შესაძლებელია გადახდა აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 33. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟოს ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5.ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7.ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 34. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5.ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7.ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი 1. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს: ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები; ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან.

2.თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი 1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას; გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 37. სარეზერვო მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე–36-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და იმპორტიორ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს.

2.სარეზერვო მეთოდის დროს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი; ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე; გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი; დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება; ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები; ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი; ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 36-ე მუხლის დებულებების მიხედვით.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს უკვე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 38. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“ – საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ); ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით.

2.თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები.

3.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4.საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში, და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5.საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6.საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება; ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.

7.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

8.იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან; ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები, თუ ეს არ არის საქონლის საქართველოში ექსპორტირებისათვის გაყიდვის პირობა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

რედაქციების შედარება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას მისი წარმოშობის დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სერტიფიკატი, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად. თუ დეკლარანტს საბაჟო პროცედურები არა აქვს დასრულებული, მას საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინებით გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და წარადგენს საბაჟო გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაუთვალისწინებლად გაანგარიშებული დამატებით გადასახდელი საბაჟო გადასახდელების თანხისა. 3. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობისფინანსთა დადგენილებით.მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულება მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებანი 1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს დეკლარირების დღისათვის საქონლის შეფასებას საბაჟო გადასახდელების და სხვა სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენების მიზნებისთვის. 2. ამ კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. 3. ამ თავის მიზნებისათვის, პირები ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან, თუ: ა) ისინი არიან ერთმანეთის საწარმოების/კომპანიების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები; ბ) ისინი არიან საქმიანობაში კანონიერად აღიარებული პარტნიორები; გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული; დ) არსებობს მესამე პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს, აკონტროლებს ან აქვს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან მეტი პროცენტი; ე) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მეორეს; ვ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი; ზ) ისინი ერთად პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ მესამე პირს; თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. 3 1 . ამ თავის მიზნებისათვის, საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის ექსკლუზიური აგენტი, დისტრიბუტორი ან კონცესიონერი, ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამებიან ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით: ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი); ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი); გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი); დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი); ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი); ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი). 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს შეცვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა. 6. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი ამ თავის შესაბამისად, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო. 7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 8. „იდენტურ საქონლად“ და „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში. 9. როდესაც ამ კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც არის საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილი შიდა გადასახადი, აღნიშნული თანხა არ უნდა იქნეს ჩართული საბაჟო ღირებულებაში, თუ საბაჟო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ეს თანხა დაუბრუნდა ან დაუბრუნდება გამყიდველს. 10. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მიზნებისათვის, ის ფაქტი, რომ საქონელი გაყიდვის საგანია და დეკლარირებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, საკმარისია, რომ ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ განხორციელდა საქონლის გადაყიდვა (მათ შორის, საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებული საქონლის გადაყიდვა), საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებამდე განხორციელებული ბოლო გაყიდვის ფასი, იმ პირობით, რომ ასეთი გადაყიდვა მიზნად არ ისახავდა საბაჟო ღირებულების ხელოვნურად შემცირებას. 11. თუ საქონელი საქართველოში ექსპორტირების მიზნით გაყიდვის შემდეგ, თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაფორმებამდე გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის მეთოდის (პირველი მეთოდი) გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. 12. ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის: ა) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი; ბ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი; გ) თუ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი (ფაქტობრივად გადახდილი) ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გადახდილი, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის არის თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება. 13. თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 32. გარიგების ფასის მეთოდი 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არის გარიგების ფასი, ანუ საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი (ამ კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით), თუ: ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც: ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი; გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 38-ე მუხლის დებულებების მიხედვით; დ) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით. 2. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, მხოლოდ ეს ფაქტი, ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ არის გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარისი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიიღება იმ პირობით, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე, და საქონლის გარიგების ფასი ჩაითვლება საქონლის საბაჟო ღირებულებად. თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს, რომლებზედაც დეკლარანტს უფლება აქვს, წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. დეკლარანტის მოთხოვნით საბაჟო ორგანო თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს წერილობით აფორმებს და წარუდგენს დეკლარანტს. 3. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუკი დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან: ა) იმპორტირებული იდენტური საქონლის ან იმპორტირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიჰყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს); ბ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან; გ) ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ დონეებს შორის, რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 38-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. 5. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს მყიდველმა გამყიდველს ან გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს, რომელიც არის საქონლის გაყიდვის პირობა, გადახდილი მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ან გამყიდველის მოთხოვნით მესამე პირისათვის. შესაძლებელია გადახდა აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 33. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟოს ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას. 3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი იდენტური საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება. 4. თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება. 5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 34. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას. 3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი მსგავსი საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება. 4. თუ გამოვლინდა მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება. 5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი 1. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს: ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები; ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან. 2. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი 1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება; ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას; გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. 3. თუ საქონლის შედგენილი ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნება სხვა ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის წყაროს გამოყენებული მონაცემების და ამ მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლების შესახებ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 37. სარეზერვო მეთოდი 1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე–36-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და იმპორტიორ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს. 2. სარეზერვო მეთოდის დროს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი; ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე; გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი; დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება; ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები; ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი; ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 36-ე მუხლის დებულებების მიხედვით. 3. თუ იმპორტიორი მოითხოვს, მას წერილობითი ფორმით ეცნობება ამ მუხლის დებულებების საფუძველზე განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გამოყენებული მეთოდის შესახებ. 4. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს უკვე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 38. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“ – საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ); ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით. 2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც ჩართული უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. 4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში, და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან. 5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს. 6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება; ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები. 7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული. 8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან; ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები, თუ ეს არ არის საქონლის საქართველოში ექსპორტირებისათვის გაყიდვის პირობა. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 ნოე. 2009
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავები პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობის შესახებ3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ღირებულების გაუფასურების ტესტირება (Impairment Test)სერვისის გვერდი
  • ორგანული სერტიფიკაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2010-12-07 · №15

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2009-11-19
5
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 36საქონლის წარმოშობა
  • 37საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები
  • 80საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 6საქონლის სპეციფიკაცია

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 8სერტიფიკატის გაცემის წესი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1041853637801163630
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქონლის ადგილწარმოშობ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სამხედრო და ორმაგი დან…