1.თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში. [ 1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში არ იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი ან სარჩელი, ან აღნიშნული პუნქტების შესაბამისად შეტანილი სააპელაციო საჩივრის ან სარჩელის საფუძველზე მიღებულ იქნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, საქპატენტი სასაქონლო ნიშანს არეგისტრირებს სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1896/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.



