Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 67

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 67. შერწყმის/გაყოფის გეგმა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:რეორგანიზაციასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაერთობლივი საწარმოებითანამშრომლის შეღავათებიშერწყმა და შეძენამართვის ჩარჩო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შერწყმის შემთხვევაში შერწყმაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, შეძენით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოებისა და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, ხოლო დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო შეიმუშავებენ/შეიმუშავებს შერწყმის/გაყოფის გეგმას. ეს გეგმა ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის პირობებს.

2.შერწყმის/გაყოფის გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე მის და ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას, საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობას და ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას, თუ ასეთი ანაზღაურება გამოიყენება; გ) შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში წილების გაცემასთან დაკავშირებულ პირობებს; დ) თარიღს, რომლის დადგომიდანაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილები მათ მფლობელებს ანიჭებს უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სამეწარმეო საზოგადოების მოგებაში, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სპეციალურ პირობას, რომელიც გავლენას ახდენს აღნიშნულ უფლებაზე; ე) თარიღს, რომლის დადგომიდანაც შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების გარიგებები ბუღალტრული მიზნებისთვის გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების გარიგებებად მიიჩნევა; ვ) უფლებებს, რომლებსაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, აგრეთვე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებულ ზომებს; ზ) ყველა სარგებელს, რომლებიც ენიჭებათ/ენიჭება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე რომელიმე სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორებს ან დამოუკიდებელ აუდიტორს; თ) საჭიროების შემთხვევაში − ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას; ი) გაყოფის შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას; კ) გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისთვის შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილების მიკუთვნებას და იმ კრიტერიუმს, რომლის საფუძველზედაც მიეკუთვნა მათ ისინი; ლ) წილის ნომინალურ ღირებულებას, რომელსაც მიიღებენ პარტნიორები შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში, თუ ასეთი ღირებულება გამოიყენება.

3.შერწყმის/გაყოფის გეგმას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც მისი განუყოფელი ნაწილია: ა) მიერთების ან შეძენით გაყოფის შემთხვევაში − შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტი; ბ) გაერთიანების ან დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტი.

4.თუ გაყოფის გეგმით რომელიმე აქტივი არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ეს აქტივი მიეკუთვნება ყველა შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას ან ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივების პროპორციულად.

5.თუ გაყოფის გეგმით რომელიმე ვალდებულება არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ყველა შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ამ ვალდებულებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მაგრამ არაუმეტეს გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივებისა. #

რედაქციების შედარება

1. შერწყმის შემთხვევაში შერწყმაში მონაწილე ყველა სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, შეძენით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოებისა და შემძენი სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოები, ხოლო დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო შეიმუშავებენ/შეიმუშავებს შერწყმის/გაყოფის გეგმას. ეს გეგმა ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის პირობებს. 2. შერწყმის/გაყოფის გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე მის და ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას, საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობას და ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურების ოდენობას, თუ ასეთი ანაზღაურება გამოიყენება; გ) შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში წილების გაცემასთან დაკავშირებულ პირობებს; დ) თარიღს, რომლის დადგომიდანაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილები მათ მფლობელებს ანიჭებს უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სამეწარმეო საზოგადოების მოგებაში, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სპეციალურ პირობას, რომელიც გავლენას ახდენს აღნიშნულ უფლებაზე; ე) თარიღს, რომლის დადგომიდანაც შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების გარიგებები ბუღალტრული მიზნებისთვის გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების გარიგებებად მიიჩნევა; ვ) უფლებებს, რომლებსაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს შერწყმული სამეწარმეო საზოგადოებების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, აგრეთვე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებულ ზომებს; ზ) ყველა სარგებელს, რომლებიც ენიჭებათ/ენიჭება შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე რომელიმე სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორებს ან დამოუკიდებელ აუდიტორს; თ) საჭიროების შემთხვევაში − ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას; ი) გაყოფის შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას; კ) გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისთვის შემძენი სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წილების მიკუთვნებას და იმ კრიტერიუმს, რომლის საფუძველზედაც მიეკუთვნა მათ ისინი; ლ) წილის ნომინალურ ღირებულებას, რომელსაც მიიღებენ პარტნიორები შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებაში/გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში, თუ ასეთი ღირებულება გამოიყენება. 3. შერწყმის/გაყოფის გეგმას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები, რომლებიც მისი განუყოფელი ნაწილია: ა) მიერთების ან შეძენით გაყოფის შემთხვევაში − შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტი; ბ) გაერთიანების ან დაფუძნებით გაყოფის შემთხვევაში − გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტი. 4. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე აქტივი არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ეს აქტივი მიეკუთვნება ყველა შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას ან ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივების პროპორციულად. 5. თუ გაყოფის გეგმით რომელიმე ვალდებულება არ არის მიკუთვნებული შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის და მისი მიკუთვნება ვერც გაყოფის გეგმის მიხედვით დგინდება, ყველა შემძენი სამეწარმეო საზოგადოება ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება ამ ვალდებულებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მაგრამ არაუმეტეს გაყოფის გეგმით მათთვის მიკუთვნებული წმინდა აქტივებისა. #

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორპორატიული რესტრუქტურიზაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შერწყმის სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თანამშრომელთა წილობრივი ოფციონები (ESOP)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წესდება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 65

მიუთითებენ მასზე

მუხლი 65მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 66გადაწყვეტილება შერწყმის/გაყოფის შესახებ
  • 68სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში
  • 73შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 45შერწყმის პირობების პროექტი
  • 46შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება
  • 47შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 47საპენსიო კომპანიების შერწყმა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

დაზღვევის შესახებ

  • 28დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 56საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 19შემოქმედებითი კავშირის წესდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 10სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1928309³¹561045464765726668734767
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025