Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებმუხლი 6

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:გატაცება და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელე ბენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას.

1¹.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას.

2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.

4.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას.

5.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებ ში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას.

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

7.სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6820 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3851 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები

რედაქციების შედარება

1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელე ბენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას. 1 1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განხორციელებას. 2. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას, უმუშევართა დასაქმებისათვის სათანადო პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას. [ 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. 4.  საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერებისსპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქარ თველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებ ი ს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებ ში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085  – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს  2018  წლის  5  ივლისის  კანონი  №3103 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.ვებგვერდი , 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6820 – ვებგვერდი, 21.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  2. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 21 ივლ. 2020
  3. 18 მარ. 2021
  4. 11 ივლ. 2018
  5. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 31 ივლ. 2015
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადამიანით ვაჭრობა / ტრეფიკინგი (მუხლი 143¹) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-02 · №19

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2023-12-15
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 7სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
  • 4საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
  • 22საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 51საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 54სააგენტო
  • 51სამინისტროს უფლებამოსილებები
  • 17შრომითი მიგრაცია

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 7ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

ტურიზმის შესახებ

  • 4ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 16დევნილის სოციალური დაცვა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 75სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 11შრომა და დასაქმებ ა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
742277516511154511746
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…სოციალური მუშაობის შეს…დასაქმების ხელშეწყობის…ქალთა მიმართ ძალადობის…ტურიზმის შესახებსაქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 აპრ. 2025