Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატურიზმის შესახებმუხლი 4

ტურიზმის შესახებ

მუხლი 4. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:ზოგადი ბიზნესიპროფესიული მომსახურებაუძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურიზმის თითოეული სახეობისთვის კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს შეღავათები, დაადგინოს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ სტატუსის მოპოვების ან/და ამ სუბიექტებისთვის სტატუსის გაუქმების წესი, პრინციპები და პირობები.

3.ტურიზმის სფეროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; ბ) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით; გ) საქართველოს სამინისტროებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია.

4.ტურიზმის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებებია: ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა; ბ) შიდა ტურიზმის სტიმულირება; გ) ადამიანური რესურსებისა და მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; დ) საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის აქტივების გამოყენებით კონკურენტუნარიანი და მდგრადი ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულთა დივერსიფიკაციის ხელშეწყობა უნიკალური ტურისტული მომსახურებების შეთავაზებით; ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტის, აგრეთვე საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის  წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე; ვ) მონაცემების მოპოვება და ანალიზი ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობების შესაფასებლად; ზ) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემუშავება; თ) საქართველოს ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონის საფუძველზე გამოსცეს ნორმატიული აქტი − ბრძანება. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მისაღები წესები და პირობები მტკიცდება მისი ნორმატიული აქტით.

6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

7.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ტურიზმის სფეროში თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

8.ამ კანონის მიზნების მისაღწევად ტურიზმის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სათანადო სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამისი სუბიექტის პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 15 მაი. 2025

    მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აქტის ფორმად განისაზღვრა ბრძანება და დაკონკრეტდა, რომ წესები და პირობები მტკიცდება მისი ნორმატიული აქტით; დაემატა მე-8 პუნქტი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასტუმროს ინდუსტრიის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურიზმის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურისტული სააგენტოს ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმრო / ტურისტული ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 15 მაი. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტურიზმის შესახებ

  • 5ტურიზმის მდგრადი განვითარება
  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 7ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 28საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 7სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები
  • 5ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5
  • 13

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 7საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 7ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობა ეკონომიკის სფეროში

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 8საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 48საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5137587284875174
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…ტურიზმის შესახებტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს მთავრობის …საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026