ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტილიზი ლომთაძე

1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ.

2.სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს: ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით; დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში „ ცხელი ხაზების “ შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა ; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას; ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს; თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ. 2. სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს: ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით; დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში „ ცხელი ხაზების “ შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა ; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას; ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს; თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143¹143³143²74665860123185
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს სისხლის სა…ბავშვის უფლებათა კოდექ…ქალთა მიმართ ძალადობის…შეზღუდული შესაძლებლობი…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა