სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 9 იან. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახაზინო სამსახურისათვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში თანხების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ელექტრონულად დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავისათვის ბიუჯეტის მართვის  ელექტრონულ სისტემაში გაწერილი გეგმები ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პირდაპირი ჩარიცხვის მეთოდი.

2.ცნობაში ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება გაიწერება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით, ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ, ხარჯთაღრიცხვის ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

3.ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, დონორისთვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების უკან დაბრუნების აუცილებლობის შემთხვევაში, მისმა განმკარგავმა უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის ფორმა, რომელშიც შესაბამისი მოცულობის თანხა გათვალისწინებული იქნება ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „გრანტების“ მუხლში და მოთხოვნის ცნობით დადასტურების შემდგომ განახორციელოს თანხების გადარიცხვა დონორის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

4.წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების ან/და ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ახალი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ურთიერთგადანაწილება.

5.ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება №155 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2014 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19³55²3131161616173117183 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …გრანტების შესახებაფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა