ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 50. კოდექსის ამოქმედება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40 მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.

2.ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.

3.ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

4.ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

5.ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

6.ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

7.ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N2994-რს

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40 მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან. 2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან. 3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. 5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. 6. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან. 7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5563  - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N2994-რს დანართი I საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. აღდგენის ოპერაციები R 1 საწვავად ან სხვაგვარი გამოყენება ენერგიის მისაღებად R 2 გამხსნელის აღდგენა (რეგენერაცია) R 3 იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება, როგორც გამხსნელები (მათ შორის, კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესები) [1] R 4 მეტალების ან მეტალების ნაერთების რეციკლირება/აღდგენა R 5 სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა [2] R 6 მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია R 7 იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება R 8 კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა R 9 ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება R 10 მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას R 11 R1-დან R10-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება R 12 ნარჩენების გაცვლა R1-დან R11 [3] -ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად R 13 R1-დან R12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციისთვის განკუთვნილი ნარჩენების დასაწყობება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას) [1] ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს. [2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას. [3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების აღდგენამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე. დანართი II საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. განთავსების ოპერაციები D 1 მიწაში ან მიწაზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება და სხვ.) D 2 ნიადაგის დამუშავება (მაგ., ნიადაგში ჩაშვებული თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ბიოდეგრადირება და სხვ.) D 3 ღრმა ჩაშვება (მაგ., ნარჩენების ჭაბურღილებში, მარილოვან თაღებში ან ბუნებრივ რეზერვუარებში ჩაშვება და სხვ.) D 4 ზედაპირული ჩაშვება (მაგ., თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ქვაბულებში, გუბურებში ან აუზებში ჩაშვება და სხვ.) D 5 სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ცალკე უჯრედებში განთავსება, რომლებიც დახურულია და იზოლირებულია ერთმანეთისგან და გარემოსგან, და სხვ.) D 6 წყალსატევებში (გარდა ზღვებისა და ოკეანეებისა) ჩაშვება D 7 ზღვებსა და ოკეანეებში ჩაშვება, მათ შორის, ზღვის ფსკერზე ჩამარხვა D 8 ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული D 9 ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული (მაგ., აორთქლება, გაშრობა, კალცინირება და სხვ.) D 10 მიწაზე ინსინერაცია D 11 ზღვაში ინსინერაცია [1] D 12 მუდმივი დასაწყობება (მაგ., კონტეინერების მაღაროში განთავსება და სხვ.) D 13 შერევა D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე [2] D 14 გადაფუთვა D1-დან D13-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების დაწყებამდე D 15 D1-დან D14-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების მიმდინარეობის დროს შენახვა (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას) [1] ეს ოპერაცია აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. [2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების განთავსებამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება ან სეპარირება D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე. დანართი III სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლები H 1 „ფეთქებადი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა ცეცხლის ალის ზემოქმედებით აფეთქდეს, ან რომლებიც ხახუნის მიმართ უფრო მგრძნობიარეა,  ვიდრე დინიტრობენზოლი. H 2 „მჟანგავი“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც სხვა ნივთიერებებთან, კერძოდ, აალებად ნივთიერებებთან, ურთიერთქმედებისას მაღალ ეგზოთერმულ რეაქციებს ავლენს. H 3-A „ადვილად აალებადი“: თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული 21°C-ზე ნაკლებია (მათ შორის, უკიდურესად აალებადი სითხეები); ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჰაერთან ურთიერთქმედებისას ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლოა გაცხელდეს და ცეცხლი გაუჩნდეს; მყარი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებსაც აქვს უნარი, ცეცხლი გააჩინოს აალების წყაროსთან მცირე კონტაქტის დროსაც კი და რომლებიც აგრძელებს წვას ან შთანთქმას აალების წყაროსგან მოშორების შემდეგ; აირისებრი ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც ჰაერში აალებადია ჩვეულებრივ წნევაზე; ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც წყალთან ან ნოტიო ჰაერთან ურთიერთქმედებისას საშიში ოდენობის ადვილად აალებად აირებს გამოყოფს. H 3-B „აალებადი“ – თხევადი ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა აალების ნიშნული მეტია ან ტოლია 21°C-ისა და ნაკლებია ან ტოლია 55°C-ისა. H 4 „გამაღიზიანებელი“ – არაკოროზიული ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც კანთან ან ლორწოვან მემბრანასთან დაუყოვნებელი, განგრძობადი ან განმეორებითი ურთიერთქმედებისას შესაძლოა ანთება გამოიწვიოს. H 5 „მავნე“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომელთა შესუნთქვა, ჩაყლაპვა ან კანში შეღწევა ჯანმრთელობისათვის საშიშია. H 6 „ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები (მათ შორის, მეტად ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები), რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული, მკვეთრი ან ქრონიკული დაზიანება ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. H 7 „კანცეროგენული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს ან მისი გაჩენის ალბათობა გაზარდოს. H 8 „კოროზიული“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა ცოცხალ ქსოვილთან ურთიერთქმედებისას დაშალოს იგი. H 9 „ინფექციური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ისეთ მიკროორგანიზმებს ან მათ ტოქსინებს, რომლებსაც, როგორც ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ან სხვა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება. H 10 „რეპროდუქციისთვის ტოქსიკური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა არამემკვიდრეობითი თანდაყოლილი პათოლოგიები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს. H 11 „მუტაგენური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც შესუნთქვის, ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტები გამოიწვიოს ან მათი განვითარების ალბათობა გაზარდოს. H 12 ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს. H 13 [1] „სენსიბილური“ – ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებმაც ჩაყლაპვის ან კანში შეღწევის შემთხვევაში შესაძლოა  ჰიპერმგრძნობიარე რეაქცია გამოიწვიოს, კერძოდ, მათ ხანგრძლივი ზემოქმედებისას შეიძლება დამახასიათებელი უარყოფითი გავლენა მოახდინონ. H 14 „ეკოტოქსიკური“ – ნარჩენები, რომლებიც უქმნის ან რომლებმაც შესაძლოა შეუქმნას დაუყოვნებელი ან განგრძობადი რისკი გარემოს ერთ ან რამდენიმე სექტორს. H 15 ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგ., გამონაჟონი, რომელსაც აქვს H1–H14 კოდებში ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი. [1] თუ ხელმისაწვდომია ტესტირების მეთოდები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2016
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15161830384042444579102114114450
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სივრცის და…სახელმწიფო ენის შესახე…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა