ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 15. გარემოსდაცვითი მმართველი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს.

2.გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია: ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება; ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება; გ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება.

3.გარემოსდაცვითი მმართველის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. თავი IV მუნიციპალური ნარჩენების მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 იან. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
341418484950674218 (და…14 (დ…5 (და…151615
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…მუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა