Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 27

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 27. პატრულირებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები; გ) განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.

2.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დროებით მიატოვოს სამოქმედო ტერიტორია: ა) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როცა სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აუცილებელია სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება და სხვა ეკიპაჟის დახმარება; ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უეცარი ავადმყოფობის დროს; გ) დადგენილი წესით შესვენების დროს, რა დროსაც უნდა დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს ტერიტორიის მიტოვების მიზეზის მოსახსენებლად.

3.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას რეგულირების ობიექტის, მოქალაქის კანონიერი უფლებები, მოქალაქესთან ურთიერთობისას დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები, მათი უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, წარუდგეს მათ, დაასახელოს თავისი თანამდებობა, სახელი, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი; აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მოითხოვოს რეგულირების ობიექტისაგან მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რაც არსობრივად დაკავშირებულია ობიექტურობის დადგენასთან; გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან ხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს; დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოსალოდნელი ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მის თავიდან ასაცილებლად ან შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად; ე) დააკავოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევის იარაღს და მისი მძღოლი; ვ) იცოდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 ივლ. 2019
  2. 22 თებ. 2017
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №15

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-07-31
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 28პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
  • 30რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე
  • 24რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 6მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში
  • 7მოქალაქეთა ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 19ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 72მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2111²57672830241972162127
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო