Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 30

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 30. რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026
თემები:მონაცემთა გაჟონვის მართვასატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს: ა) შემტყობინებლის ვინაობა; ბ) დარღვევის ნიშნები; გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები; დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი; ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.

2.დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ასევე ვალდებულია: ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ; ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები; გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

3.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტის გამოვლენისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად; ბ) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად; გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ; დ) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები; ე) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვის ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი, მათ შორის, ფოტოები და ვიდეოჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს; ზ) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

4.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №6-ით და დანართი №7-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.

5.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.

6.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე იყენებს კავშირის სპეციალურ საშუალებებს, სამსახურის შესრულების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა და ფუნქციონირება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. იკრძალება კავშირის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025
  2. 22 თებ. 2017
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება (მუხლი 276 / ადმ. 123)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტის შეტყობინება ინსპექტორისთვის2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №15

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-06-13
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 27პატრულირებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
  • 22რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე
  • 28პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 10ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება

პოლიციის შესახებ

  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები
  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა
  • 19პირის გამოკითხვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 7მოქალაქეთა ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 16პოლიციის მოვალეობანი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 33სიჩქარე და დისტანცია

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13²—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 243დამრღვევის მიყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16243713²185919332722281030
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…სამრეწველო ემისიების შ…პოლიციის შესახებგარემოს დაცვის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026