Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 33

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 33. სიჩქარე და დისტანცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სატრანსპორტო და უსაფრთხოების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891010¹11

1.მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

2.სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

3.მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

4.მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.

5.მძღოლი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ეს ისე გააკეთოს, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხე არ შეუქმნას და ზედმეტად არ გაართულოს მათი მოძრაობა. გარდა ამისა, მძღოლმა ხელით წინასწარ მკაფიოდ უნდა ანიშნოს მოძრაობის შენელების განზრახვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის უკან არ არის სატრანსპორტო საშუალებები ან ისინი ძალიან დიდ მანძილზე იმყოფებიან, თუმცა ეს მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ სიჩქარის შენელების სიგნალის მიცემა ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული „სდექ“ სიგნალის მეშვეობით.

6.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.

7.გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

8.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით; გ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით; ე) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით.

9.გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.

10.მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება.

10¹.გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

11.იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. 2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. 3. მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 4. მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა. 5. მძღოლი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ეს ისე გააკეთოს, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხე არ შეუქმნას და ზედმეტად არ გაართულოს მათი მოძრაობა. გარდა ამისა, მძღოლმა ხელით წინასწარ მკაფიოდ უნდა ანიშნოს მოძრაობის შენელების განზრახვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის უკან არ არის სატრანსპორტო საშუალებები ან ისინი ძალიან დიდ მანძილზე იმყოფებიან, თუმცა ეს მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ სიჩქარის შენელების სიგნალის მიცემა ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული „სდექ“ სიგნალის მეშვეობით. 6. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. 7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. 8. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით; გ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით; ე) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით. 9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება. 10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება. 10 1 . გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 11. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4346 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვება (მუხლი 276 / ადმ. 123)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიცოცხლის მოსპობა ავტოსაგზაო შემთხვევისას (მუხლი 276)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19მუხლი 25მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 25ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასათვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება
  • 41სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 29მოძრაობის სიჩქარე
  • 30გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა
  • 27მოძრაობის დაწყება, მანევრირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
  • 123საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
  • 28პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29302712512310254119214292833
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026