საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 243. დამრღვევის მიყვანა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.

2.სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის, სახანძრო უსაფრთხოების, ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ დამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება.

2¹.ამ კოდექსის 55 ​​ 2 , 55 ​​ 5 , 55 ​​ 6 , 77 ​​ 1 , 107 ​​ 2 და 107 ​​ 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით, 134-ე−135 5 , 146 1 , 151 1 , 151 2 , 153 3 და 153 ​​ 6 მუხლებითა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება პოლიციაში მიიყვანოს, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.

2².ამ კოდექსის 103-ე, 103 2 და 103 3 მუხლებით, 103 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

3.ტყითსარგებლობის წესების ან ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოთა უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევის (სამართალდარღვევათა) ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.

4.დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან ან ამ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევასთან ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევი შესაბამისად პოლიციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ პოლიციაში აღნიშნული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, მისი პიროვნების დასადგენად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე დროში.

6.(ამოღებულია – 01.08.2014, №2649). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/263 – სსმ IV, №3, 15.02.2005 წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4067 – სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.457 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4735 – ვებგვერდი, 22.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2998 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4788 – ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3955 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4609 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5295 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5297 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2483 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. თავი XIX.  ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  4. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  5. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  6. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  7. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  8. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  9. · გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  10. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2019

    243-ე მუხლის 2¹ ნაწილში პოლიციაში მიყვანის საფუძველი გავრცელდა 125-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებზეც.

  11. 2¹ ნაწილიდან ამოღებულია 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო ახალ 2² ნაწილში ამ სამართალდარღვევისთვის პოლიციაში მიყვანის საფუძვლად დაემატა სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შეუძლებლობაც; ერთ სიტყვაში სტილისტური შესწორებაა.

  12. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  13. მე-3 ნაწილში ტყითსარგებლობისა და თევზჭერის ჩამონათვალის ფორმულირება დაზუსტდა, უფლებამოსილი ორგანოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანოებია, ხოლო პირთა აღნიშვნა ერთ და მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  14. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  15. · გამოქვეყნდა 12 იან. 2015

    243-ე მუხლის 2¹ ნაწილში პოლიციაში მიყვანის საფუძვლად 146² მუხლის ნაცვლად მითითებულია 146¹ მუხლი, ხოლო დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებას ეხება.

  16. მე-2 პუნქტში „მილიციის“ ნაცვლად „პოლიცია“ მიეთითა და ტექსტი დაზუსტდა; მე-5 პუნქტით მიყვანის გადაწყვეტილება იწვევს ადმინისტრაციულ დაკავებას, ხოლო მე-6 პუნქტი ამოღებულია.

  17. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    243-ე მუხლის მე-3 ნაწილში ორი სამინისტროს ნაცვლად დასახელდა ერთი — გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების პირებს შეუძლიათ დამრღვევის პოლიციაში მიყვანა.

  18. 243 მუხლის 2¹ ნაწილის ჩამონათვალს დაემატა 153⁶ მუხლი, ხოლო წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევი შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები; „იდენტიფიკაციის მიზნით“ ტექსტში აღარ არის.

  19. · გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011

    243-ე მუხლის 2¹ ნაწილი ახლა 146² მუხლსაც მოიცავს და პოლიციაში მიყვანა პირდაპირ იდენტიფიკაციის მიზანს უკავშირდება.

  20. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილში დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დაუდგენლობისას პოლიციაში მიყვანის უფლება აქვთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროების ორგანოების უფლებამოსილ პირებს და პოლიციის მუშაკებს.

  21. · გამოქვეყნდა 2 ნოე. 2009

    243-ე მუხლის 2¹ ნაწილში პოლიციაში მიყვანის საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებულია 125² მუხლი; დანარჩენი ცვლილებები ჩამონათვალის გრამატიკულ ფორმას ეხება.

  22. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    243-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი ჩამოთვლილი სამართალდარღვევებისას პირის პოლიციაში მიყვანის საფუძვლის შესახებ.

  23. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    243-ე მუხლის მე-3 პუნქტში დამრღვევის პოლიციაში მიყვანის უფლებამოსილ სუბიექტთა ჩამონათვალი შეიცვალა: დარჩა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილი პირები და პოლიციის მუშაკები, ხოლო სატყეო, თევზდაცვის, ნადირობის ზედამხედველობის ორგანოები, ნაკრძალების თანამდებობის პირები და საზოგადოებრივი ინსპექტორები ჩამონათვალიდან გავიდა.

  24. 243-ე მუხლში 128-ე მუხლზე მითითებას დაემატა „, გვ. 2“, ანუ მითითებული ნორმა დაკონკრეტდა.

  25. 243-ე მუხლში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების მიყვანის ადგილად სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შენობა ამოღებულია და დაემატა დეკრეტის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103⁴125130148151172¹⁰3624624424517530 (დ…7¹ (დ…43²243
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს გარემოს და…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა