საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 12 (დანართი 1). რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 120 კალენდარულ დღეს.

2.რეგულირების ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების ან/და იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.

3.ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შემოწმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. თავი IV რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7317¹30313⁶11 (დ…8 (და…10 (დ…71425374312 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…ადამიანის ორგანოთა გად…ინტელექტუალურ საკუთრებ…მაუწყებლობის შესახებნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა