მუხლი 5 (დანართი 1). სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1.დეპარტამენტი დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიებით , გარემოზე ზემოქმედების ნებართვების , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების , ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების , ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , მის ტერიტორიულ წყლებში , კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში , მათ შორის , სახელმწიფო ტყის ფონდსა და დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის .
2.სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
3.დეპარტამენტი ასევე თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4.სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიები, ნებართვები, გადაწყვეტილებები, აგრეთვე სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმებული გეგმები, დოკუმენტები, დამტკიცებული კვოტები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.
4¹.სამინისტროს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის გეგმები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი დამტკიცების, გადაცემის ან ცვლილების შეტანის შესახებ.
5.სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ეროვნული სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები, ათვისების გეგმები და ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათი გაცემის, გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.
6.(ამოღებულია - 15.02.2018, №83).
7.სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს შეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია ნიადაგის კონსერვაციის ან/და ნამეტი ნიადაგის განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 17.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 13.06.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.დეპარტამენტიდადგენილიწესითახორციელებსსახელმწიფოკონტროლსბუნებრივირესურსებითსარგებლობისშესაბამისილიცენზიებით,გარემოზეზემოქმედებისნებართვების,გარემოსდაცვითიგადაწყვეტილების,მიმდინარესაქმიანობისგაგრძელებისშესახებგადაწყვეტილების,ეკოლოგიურიექსპერტიზისდასკვნითგათვალისწინებულიპირობების,ასევესაქართველოსმთელტერიტორიაზე,მისტერიტორიულწყლებში,კონტინენტურშელფსადაგანსაკუთრებულეკონომიკურზონაში,მათშორის,სახელმწიფოტყისფონდსადადაცულტერიტორიებზეგარემოსდაცვისადაბუნებრივირესურსებითსარგებლობისსფეროშიმოქმედისაქართველოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიმოთხოვნებისშესრულებისათვის.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
3. დეპარტამენტი ასევე თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიები, ნებართვები, გადაწყვეტილებები, აგრეთვე სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმებული გეგმები, დოკუმენტები, დამტკიცებული კვოტები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.
41. სამინისტროს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის გეგმები და ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი დამტკიცების, გადაცემის ან ცვლილების შეტანისშესახებ.
5. სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ეროვნული სააგენტო) მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები, ათვისების გეგმები და ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათი გაცემის, გადაცემის, ცვლილების შეტანის ან გაუქმების შესახებ.
6. (ამოღებულია - 15.02.2018, №83).
7. სსიპ − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს შეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა/პროექტი ან ინფორმაცია ნიადაგის კონსერვაციის ან/და ნამეტი ნიადაგის განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15თებერვლისდადგენილება №83- ვებგვერდი, 20.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისისდადგენილება №357- ვებგვერდი, 10.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 17.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 13.06.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95- ვებგვერდი, 02.03.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებსაქართველოს გარემოს და…საქართველოს ტყის კოდექ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს „წითელი ნუ…ცხოველთა სამყაროს შესა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა