Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 8 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, მათ შორის: ა) ობიექტის დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების, საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობა-დანადგარების შემოწმებას; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების შემოწმებას; გ) რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების შემოწმებას; დ) შესაბამისი ნაგებობების, მათ შორის, გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებას; ე) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას; ვ) რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და შესაბამისი ბუნებრივი რესურსების პირველადი გადამუშავების სამუშაოების შემოწმებას; ზ) რეგულირების ობიექტისაგან ნებისმიერი დოკუმენტაციისა და მასალების შემოწმებას, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას; თ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების დაუბრკოლებლად ჩატარებას; ი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და საჭიროების შემთხვევაში ჩამორთმევას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას; კ) სხვა ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება რეგულირების ობიექტის შემოწმების მიზნების შესრულებას.

2.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის: ა) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიული) შეტყობინების სისტემები; ბ) სინჯების ასაღები მოწყობილობები.

3.მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში ინსპექტირების განმახორციელებელ პირს შეუძლია კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.

4.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს: ა) ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ; ბ) რეგულირების ობიექტის მიერ მიღებული ნედლეულისა და მასალების შესყიდვის და რეალიზაციის დოკუმენტები, ბუნებრივი რესურსების წარმოშობის  დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და წარმოებული პროდუქციის შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტები; გ) დოკუმენტაცია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შესახებ, ასევე ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების შესახებ; დ ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების , ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მონიტორინგის სხვა მონაცემები , რომელთა აღრიცხვის ვალდებულებაც განსაზღვრულია გაცემული ნებართვით , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით , ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით ; ე) წლიური ან სხვა ანგარიშები; ვ) საოპერაციო ჩანაწერები; ზ) გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების გეგმები, მათ შორის, ბუნებათსარგებლობის სფეროში შესაბამისი მართვის გეგმები; თ) საინჟინრო დოკუმენტაცია (მაგ., საწარმოს ტექნიკური სქემები); ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

5.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, შესაბამის გონივრულ ვადებში, რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს საწარმოს მუშა მდგომარეობაში მოყვანა ან შეჩერება.

6.შემოწმების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს რეგულირების ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.

7.საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტის შემოწმებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტს მისცეს შესაბამისი მითითებები ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარება.

8.შემოწმების განხორციელებისას შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დათვალიერების ღონისძიებები.

9.რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

10.შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.

11.დეპარტამენტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, ობიექტის ტექნიკური საშუალების ან/და მცურავი სატრანსპორტო საშუალების ფუნქციონირება), რომელიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის და დადგენილი წესით გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.

12.ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია, ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ან ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით, ხოლო დიდი ფართობის მქონე რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია, განხორციელდეს შესამოწმებელი ფართობ(ებ)ის შერჩევით.

13.საქართველოს ტყეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, კონკრეტული შესამოწმებელი ფართობების შერჩევა ხორციელდება შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 7 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 9 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგულატორული რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის მონიტორინგი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №15

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 7 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის დათვალიერება
  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
  • 23 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 20გარემოსდაცვითი აუდიტი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 35იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას
  • 33ობიექტის დათვალიერება
  • 34იძულებითი ღონისძიებები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 25ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების შესრულების კონტროლი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁴საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20572013⁴7 (და…24 (დ…23 (დ…35333425438 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებრადიაციული დაცვის, ბირ…დაცული ტერიტორიების სი…ადამიანის ორგანოთა გად…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026