1.თუ პირი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებს ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, პირს დროებით შეუჩეროს საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა).
2.მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელს იმ პერსონალის სამუშაოზე არდაშვება, რომლის კვალიფიკაცია ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.
3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელი თავის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.
4.მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორი, იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
თავი IV. რადიაციული დაცვა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ პირი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებს ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, პირს დროებით შეუჩეროს საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა).2. მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორს უფლება აქვს, მოსთხოვოს რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელს იმ პერსონალის სამუშაოზე არდაშვება, რომლის კვალიფიკაცია ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელი თავის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.4. მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტორი, იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.თავი IV. რადიაციული დაცვა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.