Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 24

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 24. საბანკო საიდუმლოება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:პრივატ ბანკინგიდაცვის სტრატეგიებისტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არავის არ აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

2.ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე − საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე − საგადასახადო ორგანოს, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე.

3.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

4.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმება.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მიკრობანკის ჯგუფში და მიკრობანკებს შორის ინფორმაციის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცვლაზე. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №669 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1304 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი V. საოპერაციო მოთხოვნები

რედაქციების შედარება

1. არავის არ აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე − საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლოსსასამართლო გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე − საგადასახადო ორგანოს, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმება. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მიკრობანკის ჯგუფში და მიკრობანკებს შორის ინფორმაციის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცვლაზე. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №669 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. თავი V. საოპერაციო მოთხოვნები

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 13 ივნ. 2025
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონფიდენციალურობის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო საბანკო შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონფიდენციალურობის ხელშეკრულება (NDA)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 70მაუწყებლობის შესახ… 69¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა
  • 45ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 16კონფიდენციალობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 12პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

კონკურენციის შესახებ

  • 20ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 6ანგარიშგება

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161232102969¹17204570204316624
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მაუწყებლობის შესახებკომერციული ბანკების სა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026