1.ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა – კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.
3.ამ კანონის ამოქმედებიდან თვითმმართველი ერთეულისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე ის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, კლუბი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლები, რომლებსაც აფინანსებდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, დაფინანსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4.2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5.ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად არიან განსახლებული იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებისადმი დაქვემდებარებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4330 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.24
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი №4688 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.124
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5275 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.299
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №1135 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.29
საქართველოს 2011 წლის 11 თებერვლის ორგანული კანონი №4181-ვებგვერდი,24.02.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4568 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ:ა) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა – კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.3. ამ კანონის ამოქმედებიდან თვითმმართველი ერთეულისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე ის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, კლუბი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლები, რომლებსაც აფინანსებდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, დაფინანსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.4. 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.5. ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად არიან განსახლებული იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის, ერედვის, ქურთის , თიღვის ა და აჟარის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებისადმი დაქვემდებარებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4330 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.24საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი №4688 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.124საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5275 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.299საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347საქართველოს 2009 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №1135 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.29საქართველოს 2011 წლის 11 თებერვლის ორგანული კანონი №4181-ვებგვერდი,24.02.2011წ.საქართველოს 2011 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4568 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 18 მაი. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 7
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
65² მუხლის მე-4 პუნქტში ვადა 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე შეიცვალა, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი ახალგორის, ერედვის, ქურთისა და თიღვის თვითმმართველ ერთეულებს აძლევს უფლებას, იძულებით გადაადგილებულთა დასახმარებელი ღონისძიებები სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განახორციელონ.
65² მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებულ შემთხვევებში აძლევს თვითმმართველ ერთეულს სახელმწიფო ორგანოებისთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობით გადაწყვეტის უფლებას და ვრცელდება 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
65² მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის მითითება მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენისას.
65² მუხლის პირველი პუნქტი ორ ქვეპუნქტად დაიყო: „ა“ ქვეპუნქტით ფართობების უსასყიდლოდ გადაცემა აღმასრულებელ ორგანოებზე რჩება, ხოლო ახალი „ბ“ ქვეპუნქტით წარმომადგენლობით ორგანოებს ეკისრებათ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებური დაკავების შემთხვევაში.
65² მუხლში არსებულ ტექსტს მიენიჭა პირველი პუნქტის ნომერი და დაემატა მე-2 პუნქტი მიწის ნაკვეთების ფართობისა და საზღვრების დადგენის შესახებ სამინისტროს თანხმობით და მე-3 პუნქტი კულტურისა და სპორტის დაწესებულებების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ.
ახალი 65² მუხლი აღმასრულებელ ორგანოებს აკისრებს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…განათლების შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა