სახელმწიფო პენსიის შესახებ

მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 28 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

2.პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

3.პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

4.ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო პენსიის აღდგენა, საპენსიო განაცდური, მოხუცებულობის პენსია და მომვლელის დანიშვნა

    მოსარჩელე სოციალური დაზღვევის ორგანოსგან სამხედრო პენსიის აღდგენას, საპენსიო განაცდურის ანაზღაურებას, მოხუცებულობის პენსიასა და მომვლელის დანიშვნას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ სამხედრო პენსიის დანიშვნის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო სხვაობისა და მომვლელის მოთხოვნები უარყო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი თავისთავად არ არის საკმარისი ომის ინვალიდისათვის გათვალისწინებული საპენსიო ნორმის გამოსაყენებლად. მან გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნა პენსიის სახეობისა და მოთხოვნის სხვა შესაძლო სამართლებრივი საფუძვლების გამოსაკვლევად.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და საპენსიო და ელექტროენერგიის თანხებს შორის სხვაობის გადახდა

    მოსარჩელე სოციალური დაზღვევის ფონდის ქუთაისის ფილიალისგან მეორე სახეობის პენსიის დანიშვნასა და მიუღებელი თანხების გადახდას მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. მოწოდებული ტექსტის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ მანამდე სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. წარმოდგენილი ამონარიდი არ შეიცავს მიმდინარე საკასაციო განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს, ამიტომ საბოლოო სამართლებრივი დასკვნა და თითოეული მოთხოვნის საბოლოო ბედი ვერ დგინდება.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და მიუღებელი საპენსიო დავალიანების გადახდა

    მოსარჩელე სოციალური დაზღვევის ფონდის ქუთაისის ფილიალისგან მეორე სახეობის პენსიის დანიშვნასა და საპენსიო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მეორე პენსიის შესახებ ძველი კანონის ახალი რედაქციის ამოქმედება გადაიდო და იგი ამოქმედების გარეშე გაუქმდა. პალატის თანახმად, მოსარჩელეზე სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის შესაბამისი ოდენობა ავტომატურად გავრცელდა 2006 წლის 1 იანვრიდან. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სარჩელის უარმყოფელი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    პენსიის გაზრდაზე უარის აქტის ბათილად ცნობა, პენსიის გაზრდა და სხვაობის ანაზღაურება

    მოსარჩელე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აქტის ბათილად ცნობას, პენსიის გაზრდასა და სხვაობის ანაზღაურებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე არ წარმოშობდა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი განმარტების საჭიროებას. საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და მიუღებელი თანხების ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნასა და მიუღებელი თანხების ანაზღაურებას სოციალური დაზღვევის ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო შეღავათის საკითხი უნდა შეფასდეს შესაბამისი კანონის მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციისა და დიდი პალატის განმარტების შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ოფიცრის წოდებისა და სამხედრო სამსახურთან ინვალიდობის კავშირის შესახებ გარემოებები გამოკვლეული არ იყო. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე მასვე დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ომის ინვალიდისთვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა და პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშება

    დავა შეეხებოდა ომის მეორე ჯგუფის ინვალიდისთვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ძველი კანონით ორი პენსიის ერთდროულად მიღების უფლება ჰქონდა და ფონდმა მეორე პენსიის დანიშვნაზე უსაფუძვლოდ უთხრა უარი. ახალი საპენსიო კანონის ამოქმედებამ ვერ გააუქმა ძველი კანონით შეძენილი უკეთესი უფლება, რომლის განხორციელებაც მოსარჩელემ მანამდე მოითხოვა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ფონდს 2005 წლის 17 მაისიდან ყოველთვიურად სულ 129 ლარის ოდენობით პენსიის დანიშვნა დაავალა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. 2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 8 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2010 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 მაი. 2012

    ნორმატიული ტექსტი არსებითად უცვლელია — განსხვავდება მხოლოდ პუნქტუაცია ან ფორმატირება.

  2. · გამოქვეყნდა 25 მარ. 2008

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: შეიცვალა ერთი კანონის სახელწოდება, მეორე მსოფლიო ომის კატეგორიების ოდენობები გადანაწილდა და დაემატა ტერიტორიული მთლიანობისთვის და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების კატეგორიები.

  3. · გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი დაკონკრეტდა მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე და ოდენობები გაიზარდა: I და II ჯგუფებისთვის 84-დან 129 ლარამდე, III ჯგუფისა და 70 წელს გადაცილებული მონაწილეებისთვის 70-დან 80 ლარამდე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
361712716125 (და…716 (დ…321774022
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…სოციალური პაკეტის განს…სახელმწიფო კომპენსაციი…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა