1.შემოსავლების სამსახურმა არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა უზრუნველყოს: ა) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ნაშთის ოდენობისა; ბ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ზედმეტობის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ზედმეტობის ოდენობისა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი გარემოების არსებობისას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მონაცემების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების აღრიცხვის ბარათის კორექტირებას .
3.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 და 156 2 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 1 , 68-ე, 68 1 , 82-ე, 82 1 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. [ 3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 , 156 2 და 156 5 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 1 , 68-ე, 68 1 , 82-ე, 82 1 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. (ამოქმედდეს 2026 წლის 20 ნოემბრიდან)] 4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 და 156 2 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1 7 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 და 156 2 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 1 10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. [ 4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 , 156 2 და 156 5 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1 7 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 , 156 2 და 156 5 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 1 10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. (ამოქმედდეს 2026 წლის 20 ნოემბრიდან)] [ 4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 , 156 2 , 156 5 და 156 11 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1 7 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 1 , 156 2 , 156 5 და 156 11 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 1 10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. (ამოქმედდეს 2026 წლის 25 ნოემბრიდან)] [ 6. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156 11 გრაფით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს პირი იხდის იმ შემთხვევაში, თუ 156 11 გრაფის შესაბამისად განსაზღვრული საფასურის ოდენობა აღემატება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 1 , 68-ე, 68 1 , 82-ე, 82 1 და 87-ე გრაფებით დადგენილი საფასურის ოდენობას. ამასთან, 156 11 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 1 , 68-ე, 68 1 , 82-ე, 82 1 და 87-ე გრაფებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან. (ამოქმედდეს 2026 წლის 25 ნოემბრიდან)] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №502 – ვებგვერდი, 17.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ივნისის დადგენილება №214 – ვებგვერდი, 08.06.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 10.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №439 – ვებგვერდი, 10.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 24.10.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 10 აპრილის დადგენილება №109 - ვებგვერდი, 11.04.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №525 - ვებგვერდი, 09.11.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №535 - ვებგვერდი, 17.11.2026წ.

