მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37⁶ (დანართი 1). საგადასახადო ორგანოს მიერ ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ინიციირება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ საგადასახადო ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმება ჩაუტარდეს ალტერნატიული აუდიტის წესით, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მიეთითება: ა) შესამოწმებელი პერიოდი ; ბ) საგადასახადო შემოწმების დაწყების სავარაუდო თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადას; გ) აუდიტორის კატეგორია.

2.შეტყობინებით გადასახადის გადამხდელს განემარტება: ა) უფლება, ისარგებლოს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესაძლებლობით; ბ) ვალდებულება, ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის უფლებამოსილი, რომ ხელშეკრულება გააფორმოს ამ წესის 37 8 მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტორთან; გ) გაფრთხილება, რომ ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ, აქტის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია დარიცხვამ განიცადოს კორექტირება ან შემოწმება განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს მიერ.

3.(ამოღებულია - 31.07.2012, №297).

4.(ამოღებულია - 31.07.2012, №297).

5.ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება შეტყობი ნ ების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს იგი საგადასახადო ორგანოს .

6.(ამოღებულია - 31.07.2012, №297).

7.გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 22.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 მაისის ბრძანება №165 - ვებგვერდი, 30.05.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 28.01.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸21⁴⁶2646426862 (დ…9¹ (დ…9² (დ…17 (დ…56¹ (…241537⁶ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…მიმდინარე კონტროლის პრ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა