2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, სურსათის დასახელებაში, რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ ,,ებრ“-თან ერთად, სადაც რძის შემცველი პროდუქტის დასახელებასთან ერთად, შეფუთვის წინა მხარეს, იმავე ზომის შრიფტით მითითებულ უნდა იქნეს იმ კომპონენტის დასახელება, რომელიც ცვლის რძის შემადგენელ კომპონენტს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება № 342 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. [დანართი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №429 - ვებგვერდი, 08.09.2026წ. უნივერსალური პიქტოგრამა 1. უნივერსალური პიქტოგრამა განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ძირითად არეალში და უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილ მოდელს.
2.შეფუთული ან ტარაში მოთავსებული რძის შემცველი პროდუქტისათვის უნივერსალური პიქტოგრამის დიდი ღერძის სიგრძე (AB) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.0 სმ-ს, ხოლო პატარა ღერძის (CD) სიგრძე − არანაკლებ 2.0 სმ-ს.
3.უნივერსალური პიქტოგრამა წარმოადგენს ფაილს – ai- Adobe Illustrator ან PDF cmyk ფერების სპექტრში. კერძოდ, უნივერსალური პიქტოგრამა უნდა იყოს წითელი ფერის და განსაზღვრული CMYK ფერთა სპექტრში: CMYK 0/100/100/0 - CMYK 0/100/80/0.
4.უნივერსალურ პიქტოგრამაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ფონის კონტრასტული, ფიზიკურად ხილვადი, რაც მომხმარებლისათვის მის ვიზუალურად აღქმასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უნივერსალურ პიქტოგრამაში ინფორმაციის განთავსებისას, ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.0 მმ-ს.
5.ფონტი გადაყვანილია ვექტორში.
6.დაუშვებელია უნივერსალური პიქტოგრამის ფერებისა და დიზაინის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პიქტოგრამა განთავსებულია მსგავსი ფერის ფონზე, რაც ართულებს მის ვიზუალურ აღქმას. ამ შემთხვევაში, ფონთან კონტრასტის შექმნის მიზნით, საჭიროა უნივერსალური პიქტოგრამის საზღვრების კონტურის ხაზის შავი ფერის ჩარჩოში ჩასმა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

