Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 30

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 30. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონთან შესაბამისობა, რომლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარდგენილია საქპატენტისთვის ან რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 2031 წლის 1 იანვრამდე. თუ აღნიშნულ თარიღამდე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ამ კანონთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება, ეს ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეტანილი იქნება რეესტრში, როგორც აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, თუკი იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე უნდა განხორციელდეს.

2.ამ კანონის ამოქმედებამდე საქპატენტის მიერ რეგისტრირებული ან საქპატენტისთვის რეგისტრაციისთვის წარდგენილი ადგილწარმოშობის დასახელება, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ნედლეული წარმოშობილია ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც აღნიშნული საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალზე ფართოა ან მისგან განსხვავებულია, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადგილწარმოშობის დასახელებად, თუ დაცულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) დადგენილია საქონლის ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები; ბ) საქონლის ნედლეულის წარმოებისთვის სპეციალური პირობებია დადგენილი; გ) ადგილწარმოშობის დასახელება, ისტორიულად და ტრადიციულად, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ფარგლების გარეთ გამოიყენებოდა; დ) არსებობს კონტროლის მექანიზმი ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საქონლის ნედლეული გულისხმობს ცოცხალ ცხოველს, რძესა და ხორცს.

4.„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებით დამტკიცებულ ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნას, გარდა რეესტრში შეტანილი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნისა, ამ კანონის ამოქმედებისთანავე მიენიჭოს აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი.

5.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში: ა) საქპატენტმა შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ა.ა) „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია; ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება; ა.გ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლოები; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ბ.ა) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია; ბ.ბ) „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია.

წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 11მუხლი 12მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 5განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ
  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა
  • 12ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
  • 17დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება

მეწარმეთა შესახებ

  • 254გარდამავალი დებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1103წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

დიზაინის შესახებ

  • 11განაცხადი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 23კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91617110311103231425431261151830
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…ვაზისა და ღვინის შესახ…მეწარმეთა შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023