რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). სპეციფიკური მოთხოვნები ნედლი რძის მიმართ

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 4 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა რძის პირველად წარმოებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებულ იქნეს ისეთი ცხოველისაგან: ა) რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები; ბ) რომელიც ჯანმრთელია და არ აღენიშნება ისეთი დაავადების სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რძის დაბინძურება, კერძოდ: არ აღენიშნება სასქესო ორგანოს ინფიცირება, რომელსაც თან ახლავს გამონადენი, ენტერიტი, ასევე, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სიცხე, ან სარძევე ჯირკვლის შესამჩნევი ანთება; გ) რომელსაც არ აქვს დაზიანებული სარძევე ჯირკვალი, რამაც შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს რძის უვნებლობაზე; დ) რომელსაც არ მიუღია ისეთი ნივთიერება (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები), რომლის გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით; ე) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით  ნებადართული  ნივთიერებების (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები) მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერებები სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან, თუ აღნიშნული სავალდებულოა, ამ ცხოველისგან მიღებული რძის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.

2.ნედლი რძე უნდა იქნეს მიღებული: ა) იმ ძროხის ან კამეჩის სადგომიდან/დროებითი სადგომიდან, სადაც ბრუცელოზი არ არის აღმოჩენილი; ბ) იმ თხის ან ცხვრის  სადგომიდან/დროებითი სადგომიდან,   სადაც ბრუცელოზი არ არის აღმოჩენილი; გ) იმ ძროხის ან კამეჩის სადგომიდან/დროებითი სადგომიდან,  სადაც ტუბერკულოზი  არ არის აღმოჩენილი.

3.იმ შემთხვევაში, თუ თხა განთავსებულია სადგომში/დროებით სადგომში ძროხასთან ერთად, თხას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ტუბერკულოზზე და ბრუცელოზზე.

4.იმ შემთხვევაში, თუ  ძროხის ან კამეჩის, თხის ან ცხვრის სადგომი/დროებითი სადგომი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასეთ სადგომში/დროებით სადგომში განთავსებული ცხოველისაგან მიღებული ნედლი რძის გამოყენება შესაძლებელია, თუ ცხოველების სათითაოდ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ: ა) ძროხის ან კამეჩის შემთხვევაში – კლინიკური ნიშნებით, აგრეთვე,  დიაგნოსტიკური გამოკვლევები არ იძლევა დადებით რეაქციას ტუბერკულოზზე ან ბრუცელოზზე და ფუძე ფოსფატაზაზე ტესტირების შედეგი  უარყოფითია; ბ) ცხვრის ან თხის შემთხვევაში – კლინიკური ნიშნებით, აგრეთვე, დიაგნოსტიკური გამოკვლევები არ იძლევა დადებით რეაქციას ბრუცელოზზე,  ამასთანავე: ბ.ა) ყველის წარმოების შემთხვევაში, ყველის დაძველება ხდება სულ მცირე 2 თვის ვადით; ან ბ.ბ) ასეთი ცხოველისაგან მიღებული რძის თერმული (თბური)  დამუშავების შემდეგ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რძეც არ შეიცავს  ბრუცელოზის გამომწვევ მიკროოგანიზმს.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაავადებით დაავადებული, ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განთავსება უნდა მოხდეს იზოლირებულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცხოველისგან მიღებულ რძეზე აღნიშნული დაავადებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა. ამასთან, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაავადებით დაავადებული, ან სავარაუდოდ, დაავადების მქონე ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6.ძროხის  ნედლ რძეში სომატური უჯრედების რაოდენობა 1 მლ-ში არ უნდა აღემატებოდეს 500 000-ს.

7.ნედლი რძის სიმკვრივე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1027 კგ/მ 3 -ს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1525¹¹284252251121718²8 (და…4 (და…5 (და…157 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსრძისა და რძის ნაწარმის…“რკინიგზით ტვირთის გად…სურსათის/ცხოველის საკვ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…ნავთობისა და გაზის შეს…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა