Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 13⁴

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 13⁴. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვებიდამსაქმებლის სპონსორობაუცხოელი მუშახელიდროებითი ვიზებიმეწარმის ვიზებიდამსაქმებლის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს: ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

6.შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

8.შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში.

9.მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს: ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. 8. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში. 9. მომსახურების საფასურის  ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის  კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 22 აპრ. 2015 – 1 სექ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2023

    13⁴ მუხლი ადგილობრივ დამსაქმებელს რეგისტრაციის ვალდებულებას აკისრებს, ხოლო სამინისტროს — მონაცემთა სისწორის შემოწმებისა და სხვა უწყებებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მოვალეობას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13³შემდეგი მუხლი 13⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუშაობის უფლების აღება უცხოელებისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ბინადრობა სამშენებლო სექტორისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ბინადრობის ნებართვა (D1 ვიზა)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13¹შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება
  • 13³შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობე
  • 13⁵შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 29შრომითი საქმიანობის უფლება
  • 15ბინადრობის ნებართვის სახეები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 74საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 51საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 10შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 75სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 83საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107529155 (და…13³13¹13⁵7451178313⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომითი მიგრაციის შესა…საქართველოში ბინადრობი…დასაქმების ხელშეწყობის…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026