ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 14. ღვინის კატეგორიები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 თებ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.წარმოშობის ადგილის მიხედვით ღვინის კატეგორიებია: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო; ბ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო.

2.დამზადების მეთოდის მიხედვით სპეციალური ღვინის კატეგორიებია: ა) ცქრიალა ღვინო; ბ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო; გ) შუშხუნა ღვინო; დ) ქვევრის ღვინო; ე) ლიქიორული ღვინო (მათ შორის, შემაგრებული ღვინო და სხვა ლიქიორული ღვინო); ვ) სადესერტო ღვინო; ზ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო; თ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო; ი) აისვაინი; კ) არომატიზებული ღვინო; ლ) ბუნებრივი ღვინო; მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.

3.ფერის მიხედვით ღვინის კატეგორიებია: ა) თეთრი; ბ) ქარვისფერი; გ) ვარდისფერი; დ) წითელი.

4.შაქრიანობის მიხედვით ღვინის (გარდა ცქრიალა ღვინისა) კატეგორიებია: ა) მშრალი; ბ) ნახევრად მშრალი; გ) ნახევრად ტკბილი; დ) ტკბილი.

5.შაქრიანობის მიხედვით ცქრიალა ღვინის კატეგორიებია: ა) ექსტრა ბრიუტი; ბ) ბრიუტი; გ) ექსტრა მშრალი; დ) მშრალი; ე) ნახევრად მშრალი; ვ) ნახევრად ტკბილი; ზ) ტკბილი.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული ღვინოების წარმოების ზოგად წესს და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 თებ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 დეკ. 2011-დან · იცვლება 1 თებ. 2027-დან

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია: ა) ხარისხის მიხედვით: ა.ა) სუფრის; ა.ბ) მხარის; ა.გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ) უმაღლესი ხარისხის; ა.დ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის; ბ) ტიპების მიხედვით: ბ.ა) მშრალი; ბ.ბ) ნახევრადმშრალი; ბ.გ) ნახევრადტკბილი; ბ.დ) ტკბილი; ბ.ე) ცქრიალა; ბ.ვ) შუშხუნა; ბ.ზ) შემაგრებული; ბ.თ) არომატიზებული; გ) ფერის მიხედვით: გ.ა) თეთრი; გ.ბ) ვარდისფერი; გ.გ) წითელი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღვინოების წარმოების ზოგად წესებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს ადგენს ეს კანონი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2027 – 4 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ღვინის კატეგორიათა ჩამონათვალი შეივსო „მ“ ქვეპუნქტით — დეალკოჰოლიზებული ღვინო.

  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ივნ. 2026

    მე-14 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში ღვინის კატეგორია „სახლის ღვინო“ შეიცვალა კატეგორიით „ბუნებრივი ღვინო“.

  3. · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ღვინის წარმოების რეგლამენტები ახლა ტექნიკური რეგლამენტებია, ხოლო სამინისტრო სახელდებულია „სოფლის მეურნეობის სამინისტროდ“.

  4. · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    მე-14 მუხლში ღვინოების კლასიფიკაცია ახლებურად ჩამოყალიბდა ხარისხისა და ტიპების მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტით წარმოების ზოგად წესებსა და რეგლამენტებს ადგენს კანონი და სამინისტრო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
725173179⁸229⁴179⁶26224¹1821914
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…საქონლის ადგილწარმოშობ…“რკინიგზით ტვირთის გად…სურსათის/ცხოველის საკვ…სავალდებულო სერტიფიცირ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა