1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია: ა) ღვინის ბრენდი; ბ) ყურძნის არაყი – „ჭაჭა“; გ) მაგარი სასმელი; დ) ლიქიორი და ნაყენი. 2. სპირტიანი სასმელების დამზადებისას მათი დატკბობის, შეფერვისა და არომატიზების მიზნით ნებადართულია საქაროზის, გლუკოზის, ფრუქტოზის, ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის, ყურძნის ტკბილის, კოლერის (დამწვარი შაქარი), მუხის ბუნებრივი ექსტრაქტის, თაფლისა და სხვა ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენება. საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 26 ოქტ. 1998ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007
25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ყურძნის არაყის კლასიფიკაციას დაემატა სახელწოდება „ჭაჭა“.
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…გადასახადების ადმინისტ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ტყის კოდექ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა