Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 19

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 19. სახელმწიფო კონტროლი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023
თემები:საკვები და სასმელიწყლის რესურსებიალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის (გარდა უცხო ქვეყნის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას ადგენს და სერტიფიკატს გასცემს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო.

2.რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყება სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) შემთხვევაში არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევებში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო.

3.არასასოფლო-სამეურნეო საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტურ უწყებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ფუნქციას კომპეტენტური უწყება გადასცემს ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.

5.კომპეტენტური უწყება საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, კვალიფიციური პერსონალისა და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა რესურსების გამოყენებით.

6.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების მაკონტროლებელი ორგანოსთვის დელეგირებას კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის გეგმის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი შეიცავს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების ზუსტ აღწერას და იმ პირობების ჩამონათვალს, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი; ბ) მაკონტროლებელ ორგანოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი და საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამასთანავე, საქმიანობის განხორციელებისას მაკონტროლებელ ორგანოს ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს.

7.სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული სურსათის (ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ჩათვლით) კონტროლს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო სხვა საქონლის კონტროლს − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური უწყება.

8.თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან უმნიშვნელო შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განსაზღვროს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომპეტენტური უწყება/ მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ.

9.თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების შესახებ.

10.ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობების ხარისხი განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლის გეგმით.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი
  • საკვების და წამლის სამართალისერვისის გვერდი
  • საკვების უსაფრთხოების რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 20სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 24საბოლოო საქონლის შემოწმება
  • 22სახელმწიფო კონტროლის გეგმა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება
  • 19„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
  • 26სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 3²სააგენტოს უფლებამოსილებანი
  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
  • 3¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 9სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 7სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73²163¹5724¹192692223202419
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…სურსათის/ცხოველის საკვ…ვაზისა და ღვინის შესახ…სურსათად/ცხოველის საკვ…გარემოს დაცვის შესახებპესტიციდებისა და აგროქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023