Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 15

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 15. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული და აკრძალული ოპერაციები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 4 იან. 2028
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია: ა) ღვინის წარმოება გამოწნეხილი დურდოსგან, ლექისგან ან/და ქიშმიშისგან; ბ) ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დადუღება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით. ეს აკრძალვა არ ეხება ყურძნის ტკბილში, დურდოში, მადუღარ ტკბილში, მადუღარ დურდოში ან ღვინოში კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატების ოპერაციას; გ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება; დ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი წარმოშობის სპირტის დამატება (გარდა ლიქიორული ღვინისა, არომატიზებული ღვინისა ან/და ნახშირორჟანგის შემცველი ღვინის საწარმოებლად გამოყენებულ ლიქიორში შემავალი სპირტისა); ე) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინის, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის, ბუნებრივად ტკბილი ღვინის ან აისვაინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატება; ვ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, აგრეთვე ცქრიალა ღვინისთვის ან/და შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილი ლიქიორისა; ზ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი ბუნებრივი ან სინთეზური არომატის დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, რომელშიც დასაშვებია ამ კანონით ნებადართული ბუნებრივი არომატიზატორის გამოყენება; თ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი საღებავი ნივთიერების დამატება; ი) საქართველოში იმპორტირებული ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, ყურძნის წვენის, მისტელის, მადუღარი ტკბილის, მადუღარი დურდოს ან მაჭრის გადამუშავება ან გამოყენება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით, ან ასეთი საქონლის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; კ) სხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის საქართველოში წარმოებულ ღვინოში შერევა.

1¹.ღვინისეული სასმლის წარმოებისას ნებადართულია წყლის, საქაროზის, ბუნებრივი არომატისა და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს ღვინისა და სპირტიანი სასმლის თვისებრიობის შეცვლას.

3.მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულია მხოლოდ იმ პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი VII . დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 დეკ. 2011-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია: ა) ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად; ბ) ღვინის წარმოება ჭაჭისაგან, ლექისა და ქიშმიშისაგან; გ) გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში; დ) წყლის დამატება ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციისათვის, გარდა სპირტიანი სასმელებისა; ე) სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.), ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი საბრენდე სპირტისა; ვ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა; ზ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა; თ) გლიცერინისაგან, მღებავი ნივთიერებებისაგან, ესენციებისაგან ან/და სხვა არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება; ი) ღვინოპროდუქციისათვის იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის ნებადართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. 3. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებაზე, რეალიზაციაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. 4. ყველა კატეგორიის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის ზღვრიდან გადახრა დასაშვებია მხოლოდ +/-0,4 მოცულობითი პროცენტი სპირტშემცველობის ფარგლებში. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. თავი VII. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება და რეგისტრაცია საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    მე-15 მუხლს დაემატა პუნქტი 1¹ ღვინისეული სასმლის წარმოებისას წყლის, საქაროზის, ბუნებრივი არომატისა და საღებავის დამატების დაშვების შესახებ; მე-2 პუნქტში თვისებრიობის შეცვლა ახლა ღვინისა და სპირტიანი სასმლის მიმართ არის ჩამოყალიბებული.

  2. 1 დეკ. 2011

    მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სამყნობ და სარგავ მასალაზე სახელმწიფო კონტროლის სუბიექტი სააგენტოა.

  3. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    მე-15 მუხლში დაემატა ფილტრაცია, ამოღებულია ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ნებართვის მითითება, მისტელი დაკავშირდა შემაგრებულ ღვინოსთან და განახლდა ტერმინოლოგია საქაროზისა და სპირტის ქვეპუნქტებში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №18

  • 3 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2021
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო
  • 19დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოება
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 9აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 10¹საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 164⁵კვების პროდუქტების უკანონო წარმოება
  • 105²მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

  • 18

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 8აკრძალვები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 4ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 30თევზჭერა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8182193164⁵105²9304210¹15
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…საინვესტიციო საქმიანობ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს ადმინისტრა…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…ნიადაგების კონსერვაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026