ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 3¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2.სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3.სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4.სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სააგენტოს სახელწოდება, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5.სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, გრანტები, მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 3 იან. 2028 ტექსტი უცნობია

  2. 26 ოქტ. 1998 – 1 იან. 2003 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო და მე-3 პუნქტში დებულების დამამტკიცებელი მინისტრი ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მინისტრია.

  2. · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    3¹ მუხლი დაიყო შვიდ პუნქტად: განისაზღვრა სამტრესტის კონტროლისა და დებულების დამტკიცების სუბიექტი, საქმიანობის საფუძვლები და ზედამხედველობისა და კარტოთეკის წარმოების ფუნქციები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63²3³2229⁴22324¹21¹1934193¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სურსათის/ცხოველის საკვ…ვაზისა და ღვინის შესახ…საქონლის ადგილწარმოშობ…საჯარო სამართლის იურიდ…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა