კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას; ბ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსი – კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა; გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1541 - სსმ I, № 21, 12.07.2002 წ., მუხ. 87 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3016 - სსმ I, № 23, 04.
05.2010 წ., მუხ. 135 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

