1.სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
2.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
3.სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი პირადობის, მოქალაქეობისა და სამართლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.
4.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5.სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის კომპენსაცია, რაც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთანაა დაკავშირებული, წარმოებს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
6.საომარი ან საგანგებო მდგომარეობისა და მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
7.სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

