1.სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2.გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე.
3.სამხედრო მეთაურს (უფროსს) უფლება არა აქვს გასცეს ისეთი ბრძანება ან განკარგულება, რომელსაც კავშირი არა აქვს სამხედრო სამსახურთან ან კანონსაწინააღმდეგოა. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

