თავდაცვის კოდექსი

მუხლი 139. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა: ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, როდესაც სხვა დააზიანა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც თვით სამხედრო მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს ემუქრებოდა, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით არ შეიძლებოდა და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე; ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად სხვას მოუხმოს. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან; გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა; დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი. თუ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო სამსახურისთვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღო; ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც მართლზომიერების პირობებს აკმაყოფილებს.

2.სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა; ბ) იგი დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მეთაურის გამოძახებით სამსახურში ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა; გ) ეს არის მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირველი შემთხვევა, რომლისთვისაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა გათვალისწინებული არ არის, და თუ სამხედრო მოსამსახურემ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღიარა ის ან/და აანაზღაურა მიყენებული ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში).

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური  პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა: ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, როდესაც სხვა დააზიანა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც თვით სამხედრო მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს ემუქრებოდა, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით არ შეიძლებოდა და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე; ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად სხვას მოუხმოს. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან; გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა; დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე. ი. თუ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო სამსახურისთვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიიღო; ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც მართლზომიერების პირობებს აკმაყოფილებს. 2. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა; ბ) იგი დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მეთაურის გამოძახებით სამსახურში ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა; გ) ეს არის მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირველი შემთხვევა, რომლისთვისაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა გათვალისწინებული არ არის, და თუ სამხედრო მოსამსახურემ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ, დაუყოვნებლივ აღიარა ის ან/და აანაზღაურა მიყენებული ზიანი (მისი არსებობის შემთხვევაში).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11¹⁹11²¹75¹5985971381411462077139
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა