სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 3. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს ა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.

2.სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დაწესებულებაში სამხედრო სამსახურის გავლისას განისაზღვრება ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3.ტყვედ ჩავარდნილ, აგრეთვე ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, თუ ტყვეობა არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვედ ჩავარდნილმა არ ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

4.თუ სამხედრო სამსახურის გავლისას ჩადენილი დანაშაულისათვის სამხედრო მოსამსახურეს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მას შეუწყდება ამ კანონით დადგენილი შეღავათები. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო მოსამსახურის ბინით უზრუნველყოფაზე უარის ბათილად ცნობა და ბინის გადაცემასთან დაკავშირებული აქტისა და ქმედების დავალება

    დავა შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს უარს სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე და შესაბამისი წერილების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონტრაქტის დადებისას მოქმედი სტანდარტული პირობები ითვალისწინებდა ბინით უზრუნველყოფას, ხოლო მოგვიანებით ამოქმედებულ ბრძანებაზე დაფუძნებული უარი არღვევდა კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპებს. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად ცნო სადავო წერილები და სამინისტროს დაავალა მოსარჩელის დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში შეყვანა და ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის გამოცემა დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ქონების ღირებულების მითითების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ბინის ორდერის ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება და ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის გაცემა

    დავა შეეხებოდა სასაზღვრო პოლიციის მიერ მოთხოვნილ ბინიდან გამოსახლებასა და სამხედრო მოსამსახურის შეგებებულ მოთხოვნას ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის გაცემის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უფლების წარმოშობისას მოქმედი წესით ათწლიანი სამხედრო ნამსახურობა ბინის მიღების დღიდან არ აითვლებოდა და მასში სავალდებულო სამხედრო სამსახურიც შედიოდა. მოგვიანებით დადგენილი უწყვეტი ნამსახურობის მოთხოვნა მანამდე წარმოშობილ უფლებაზე არ გავრცელდა. სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც გამოსახლებაზე უარი ითქვა და პრივატიზაციაზე თანხმობის გაცემა დაევალა ორგანოს.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. პირველმა ინსტანციამ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კვების კომპენსაციის ნაწილში მოთხოვნაზე უარი თქვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეს არ ჰქონდა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მნიშვნელობა და საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნდა. ორივე მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

  • დაუშვებლობა (T5)

    ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სახელფასო დავალიანების დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ასანაზღაურებელი თანხა შეამცირა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. სამინისტროს საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 26 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382161130¹181030630541091453
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სისხლის სა…