Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 125⁴

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 125⁴. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიელექტრონული (ვიდეო/ფოტო) ჯარიმები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²3456

1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის − 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2¹.ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური) − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2².ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთებს ბლოკირებას, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ის აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

3.არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.

4.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ქ. ქუთაისისა, ქ. მცხეთისა, ქ. რუსთავისა, ქ. გორისა, ქ. თელავისა, ქ. ზუგდიდისა, ქ. ფოთისა, ქ. ახალციხისა, ქ. ოზურგეთისა ან საქართველოს რომელიმე კურორტისა და ამ კოდექსის 125 2 და 125 3 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა) სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

5.ქ. ქუთაისში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში,  ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე. შენიშვნა:

1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

1¹.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირების უფლება აქვს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საცნობი ნიშნით მოსარგებლე სატრანსპორტო საშუალებას . მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან საცნობი ნიშნების მიმღებად განსაზღვრონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ერთი და იმავე ხარისხის მქონე პირები , აგრეთვე აცნობონ სხვა მუნიციპალიტეტებს მათ მიერ დამტკიცებული საცნობი ნიშნების ( მათ შორის , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნების ) ფორმები .

1².მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოზე გაცემული სპეციალური საშვი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნული სპეციალური საშვის ნიმუშს უგზავნის სხვა მუნიციპალიტეტს.

2.სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3.ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

4.ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2389 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
წინა მუხლი 125³შემდეგი მუხლი 126

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიდეო/ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

4
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-03-24
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ოპერატიულ-სამძებრო… 12მუხლი 12მუხლი 125³მუხლი 290მუხლი 290¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119მუხლი 209²მუხლი 242მუხლი 240¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევა
  • 125³თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა
  • 135³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 26მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 37გაჩერება და დგომა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 136მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 38ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 71ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12125³12290290¹119209²242240¹125²135³27252637125⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…ტექნიკური საფრთხის კონ…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026