საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 240¹. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 46 5 , 46 6 , 103-ე, 103 ​ 2 და 103 3 მუხლებით, 103 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 107 4 მუხლით, 114 ​ 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 2 მუხლით, 125 3 მუხლის მე-4−5 3 ნაწილებით, 125 4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−135 5 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე, 152 3 , 153 3 , 153 6 , 158 4 , 159 1 , 172 8 და 172 9 მუხლებითა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს მისი საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის/პირისთვის გადაგზავნის მიზნით.

4.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური და სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4451 – ვებგვერდი, 25.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5919 – ვებგვერდი, 03.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1960 – ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2389 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4609 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5295 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7067 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  4. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  5. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  6. · გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  7. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2019

    240¹ მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალი გაფართოვდა 125-ე მუხლის მე-12–მე-14 ნაწილებით.

  8. 240¹ მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და ოქმის შინაარსისა და გამოწერის წესის განსაზღვრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს ეკისრება, მათ შორის 125², 125³ და 125⁴ მუხლების ახალი ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  9. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  10. 240¹ მუხლს დაემატა ახალი პირველი ნაწილი, რომლითაც ჩამოთვლილ შემთხვევებში ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

  11. 240¹ მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალს დაემატა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 135-ე და 135¹ მუხლები; ამ შემთხვევებში ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო თბილისში – მერი.

  12. 240¹ მუხლის პირველ ნაწილში იმ ნორმათა ჩამონათვალს, რომელთა დარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (თბილისში მერი) განსაზღვრავს, დაემატა 153⁶ მუხლის მე-2 ნაწილი.

  13. · გამოქვეყნდა 25 მარ. 2011
  14. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  15. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    240¹ მუხლი ადგილობრივ ორგანოებს ანიჭებს 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 125² მუხლის ოქმის შინაარსისა და გამოწერის წესის განსაზღვრის უფლებას 240-ე მუხლისგან გადახვევის შესაძლებლობით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103⁴107⁴125125²125³125⁴130135⁵148151172¹⁰172⁹2240209³240¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა