Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 125³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 125³. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიელექტრონული (ვიდეო/ფოტო) ჯარიმები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455²5³678

1.თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.

4.თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

5.ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების სხვა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 5​​ 1 . არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.

5².თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.

5³.თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება.

6.ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

8.ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. შენიშვნა :

1.ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2.ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4451 – ვებგვერდი, 25.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 20

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  4. 16 სექ. 2022
  5. 29 ივლ. 2020
  6. 28 ივლ. 2020
  7. 18 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  8. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019
  9. 30 მაი. 2019

    125³ მუხლს დაემატა 5¹ ნაწილი (50 ლარის ჯარიმა, გადაყვანა ან ბლოკირება) და მე-6 ნაწილი 150 ლარის საურავისა და 30 დღის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების რეალიზების შესახებ.

  10. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  11. 26 სექ. 2018
  12. 30 ივლ. 2018
  13. 6 ივნ. 2018
  14. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  15. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  16. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  17. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  18. 6 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011
  19. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011

    ახალი 125³ მუხლი ბათუმისთვის ადგენს პარკირების წესების დარღვევის ჯარიმებს, საურავს, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზებას, მესაკუთრის პასუხისმგებლობას და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ხარჯებს.

  20. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 25 მარ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 125²შემდეგი მუხლი 125⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიდეო/ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 20 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290მუხლი 290¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 125⁴მუხლი 209²მუხლი 240¹მუხლი 242მუხლი 252

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევა
  • 125⁴მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა
  • 135³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ან დგომა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 38ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა
  • 37ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 45სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125⁴290290¹209²240¹242252125²135³3138371702725125³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026