Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 155³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 155³. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქონარკოტიკული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²6³6⁴788¹8²91011121314151617181920

1.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 8 1 და 8 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

5.თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ( გარდა ამ მუხლის 6 1 და 6 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით / შეფუთვით , თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია , − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6¹.თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა (პირველადი მიწოდება) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6².ამ მუხლის 6 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6³.50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6⁴.ამ მუხლის 6 3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

7.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

8¹.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8².ამ მუხლის 8 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

9.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.

11.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

13.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

14.ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

15.თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

16.ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

17.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

18.ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

19.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

20.ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5368 – ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

წინა მუხლი 155²შემდეგი მუხლი 155⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება (მუხლი 260/265)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 219მუხლი 295მუხლი 208

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155⁵თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების დარღვევა
  • 171⁵თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია
  • 155¹⁰თამბაქოს ნაწარმის ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა
  • 37¹⁰აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 5თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება
  • 5¹თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა
  • 13⁸ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 16ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრ­თხოე­ბის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართ­ვის გარეშე მუშაობა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 72პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
219295208155⁵171⁵155¹⁰37⁴37¹⁰1655¹13¹¹13⁸72168155³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…წამლისა და ფარმაცევტულ…თამბაქოს კონტროლის შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საბაჟო კოდ…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026