Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 171⁵

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 171⁵. თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშებინარკოტიკული დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹8²91010¹10²1112131415161718

1.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებაში ან ლატარიაში პრიზად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის საშუალებით დარიგება, ელექტრონული ან მექანიკური აპარატის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სარეკლამო პროდუქციისა და საშუალების კონფისკაციით.

3.საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სასაჩუქრე ნივთის კონფისკაციით.

5.თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

7.პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის (კერძოდ, პირდაპირი გზავნილის) გადაცემა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თამბაქოს ნაწარმისა და შესაბამისი მასალის კონფისკაციით.

8¹.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სათანადო ფართობის დათმობა (გამოყოფა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8².ამ მუხლის 8 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9.ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

10.ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

10¹.თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

10².ამ მუხლის 10 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

11.საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

13.თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ამის შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

14.ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

15.ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით.

16.ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ნივთის/ნაწარმის კონფისკაციით.

17.ბრენდის გაფართოება, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის/საგნის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება და ამ მოწყობილობის/საგნის იმგვარი დიზაინი, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებულ პროდუქტთან, თამბაქოს ნაწარმთან ან თამბაქოს მწარმოებელთან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

18.ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 19 აპრილის კანონი №2169 – ვებგვერდი, 26.04.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

წინა მუხლი 171⁴შემდეგი მუხლი 172

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება (მუხლი 260/265)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლატარიის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 219მუხლი 295მუხლი 208

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155³თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 171⁴თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)
  • 155⁶თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა

რეკლამის შესახებ

  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 5—

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 96წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა
  • 99პოლიტიკური / წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება

მაუწყებლობის შესახებ

  • 63ზოგადი დებულებანი

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37⁴ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევა
  • 37²უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
219295208155³171⁴155⁶37⁴37²58²6313¹¹1689699171⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…რეკლამის შესახებლატარიების, აზარტული დ…საქართველოს საარჩევნო …მაუწყებლობის შესახებწამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026