საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 269. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების შეტყობინება საზოგადოებრიობისათვის
1. ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც იხილავს ამ კოდექსის 50-ე, 106-ე–113-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 153-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატყობინებს სამართალდამრღვევის სამუშაო, სწავლის ან საცხოვრებელი ადგილის ადმინისტრაციას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ატყობინებენ აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას ან შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელმაც სასამართლოში გაგზავნა ოქმი წვრილმანი გატაცების შესახებ.
2. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №1304 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.151 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2555 – ვებგვერდი, 08.08.2014წ.
