Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 290⁹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290⁹. ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს მის მიმართ შედგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აბრუნებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაბრუნებიდან არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული ოქმის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იძულებით აღსრულდება ამავე კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 30 ნოე. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ნოე. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 290⁸შემდეგი მუხლი 291

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 ნოე. 2023
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 291მუხლი 96⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268³ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 240ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი
  • 239ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹²ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 94სამართალწარმოება ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 55ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1329196⁴268³2402395513¹²475 (და…43²263094290⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…მეზღვაურთა შრომის შესა…პროდუქტის უსაფრთხოების…დანაშაულის პრევენციის,…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026