Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 57¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 57¹. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:ენერგეტიკა, საწვავი და წიაღით სარგებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით. შენიშვნა:

1.თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) სატრანსპორტო საშუალებაზეა განთავსებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან ერთად და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.

2.ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირი ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაში მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციის შემთხვევაში – მყარი სასარგებლო წიაღისეული განათავსოს მითითებულ ადგილზე.

3.ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება  №1/2/1475 – ვებგვერდი, 16.11.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ნოე. 2023
  2. 16 ნოე. 2020
  3. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    57¹ მუხლს დაემატა კონფისკაცია (იარაღი და მყარი სასარგებლო წიაღისეული) და სამნაწილიანი შენიშვნა სატრანსპორტო საშუალების დროებითი ჩამორთმევისა და სადგომზე გადაყვანის წესის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 57²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წიაღით სარგებლობა ლიცენზიის გარეშე (მუხლი 57¹)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 3 ცვლილება · ბოლო 30 ნოე. 2023
  • 10 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 239მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57⁴სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა
  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 56წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 299წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

წიაღის შესახებ

  • 14წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა
  • 6წიაღით სარგებლობა
  • 9წიაღით სარგებლობის ლიცენზირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 286საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 7¹გარდამავალი დებულებანი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2997¹2398457⁴57³56146928616817016657¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…წიაღის შესახებსაქართველოს საგადასახა…რეგულირების საფასურის …საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026