Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 14

წიაღის შესახებ

მუხლი 14. წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებაბუნებრივი რესურსებიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს მიჩნეული: ა) აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას; ბ) ლიცენზიასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდაზე უარის თქმისას; გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას; დ) სალიცენზიო პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახდელების შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას; ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას; ვ) სამთომომპოვებელი საწარმოს კონსერვაციისას ან სამთომომპოვებელი საწარმოსა და ჭაბურღილების კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება; ზ) თუ წიაღით სარგებლობის შედეგად წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას; თ) თუ წიაღით მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილ ვადებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

2.წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია დადგენილი წესით. ამ მიზნით ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს იმავდროულად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დამთავრების მომენტში არსებულ სიტუაციას, წიაღის  შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვის მიზნით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

5.კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.

6.ობიექტური გარემოებების არსებობისას ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაოები და დადგენილი დროით დააკონსერვოს სამთომომპოვებელი საწარმო ან განახორციელოს მისი ლიკვიდაცია ლიცენზიის გამცემის თანხმობის შემთხვევაში. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.

7.ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე ლიცენზიის მფლობელის უფლებათა გაუქმებას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს, სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლაც საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს მათი დემონტაჟი, ხოლო თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას – განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარგებლის პასუხისმგებლობას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014
  2. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის საფუძველი შეიცვალა კონსერვაციის პირობების დარღვევით, დაემატა „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები. ასევე დაემატა მე-2–მე-7 პუნქტები კონსერვაციის, ხარჯების, დოკუმენტაციის გადაცემისა და ლიცენზიის გაუქმების შედეგების შესახებ.

  3. 25 მაი. 2012

    მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში უფლების ძალადაკარგულად მიჩნევის საფუძვლად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ნაცვლად დასახელდა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი
  • სამთო ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 3 ცვლილება · ბოლო 27 მარ. 2014
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 6წიაღით სარგებლობა
  • 12წიაღით მოსარგებლის უფლებები
  • 13წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 57⁴სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა
  • 56წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 42ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 54ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 299წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
  • 298წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 8ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29929881957³57⁴5654612134214
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ცხოველთა სამყაროს შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სისხლის სა…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026