1.საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1.პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან/და ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან/და ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.
2.პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილი.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, –იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან/და ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან/და ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.2. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.