Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 89

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 89. ბუნებრივი გაზის საცავის წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცავის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით.

2.ბუნებრივი გაზის საცავის წესები განსაზღვრავს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად; ე) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტში ჩაჭირხნული და ამ ობიექტიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტით სარგებლობას; თ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.

3.ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის  საცავის სისტემის ოპერატორი,   ხოლო   გადასინჯავს   და  ამტკიცებს   კომისია.  კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით  ან თავისი ინიციატივით −  ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის    შემდეგ.  ბუნებრივი  გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი   გაზის   საცავის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას.

4.ბუნებრივი გაზის საცავის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცავის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით. 2. ბუნებრივი გაზის საცავის წესები განსაზღვრავს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად; ე) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტში ჩაჭირხნული და ამ ობიექტიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტით სარგებლობას; თ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის  საცავის სისტემის ოპერატორი,   ხოლო   გადასინჯავს   და  ამტკიცებს   კომისია.  კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით  ან თავისი ინიციატივით −  ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის    შემდეგ.  ბუნებრივი  გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი   გაზის   საცავის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. 4. ბუნებრივი გაზის საცავის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    89-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისიას დაემატა გაზის საცავის წესების გადასინჯვისა და ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება, ხოლო კონსულტაციის ვალდებულება ახლებურად ჩამოყალიბდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 88შემდეგი მუხლი 90

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 88მუხლი 90

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 85ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 95გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 6ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 12ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425¹²6951231284889085958689
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…ტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026